Saturday, June 21, 2014

ალკოჰოლისა და ნარკოტიკის უარყოფითი ზეგავლენა მოზარდებში

ალკოჰოლისა და ნარკოტიკის უარყოფითი ზეგავლენა მოზარდებში
---------------------------------------------------პროექტის სახელწოდება: ალკოჰოლისა და ნარკოტიკის უარყოფითი ზეგავლენა მოზარდებში.
პრობლემა: მოზარდებში ალკოჰოლისა და ნარკოტიკის მოხმარების გავრცელება.
პროექტის მიზანი: მოზარდების ინფორმირება ალკოჰოლისა და ნარკოტიკის მავნე ზემოქმედების შესახებ.
4 -,,არა“ ნარკოტიკის წინააღმდეგ!
1 წესი: ყოველთვის მხოლოდ ,,არა“!
2 წესი: ,,არა“! უსაქმურობას.
3 წესი: ,,არა“!- იმ კამპანიას,რომელიც ნარკოტიკს მოიხმარს.
4 წესი ,,არა“!  როცა ნარკოტიკის გასინჯვას გთავაზობენ.
    სიცოცხლე უფრო ძვირფასია!!!!!!!!!!!
პროექტის შინაარსი: ალკოჰოლისა და ნარკოტიკული ნივთიერების გამოყენება სიცოცხლისათვის მავნებელია.
პროექტის განხორციელების გზები:

*       გადავწყვიტეთ ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას ინტერნეტით. ამისათვის შევაგროვეთ ინფორმაცია ორგანიზმზე ამ ნივთიერებების უარყოფითი ზემოქმედების შესახებ (გამოვიყენებთ სამედიცინო ენციკლოპედიებს,ინტერნეტში განთავსებულ მასალას).
*       ავიღებთ ინტერვიუს მოზარდებისაგან და გავაკეთებთ საბოლოო დასკვნას თუ რამდენად სერიოზულია ეს პრობლემა მოზარდებში.
*       გავიაზრებთ,მსგავსი მეგობრის არსებობის შემთხვევაში თუ რას გავაკეთებდით მის დასახმარებლად.
*       დავაკვირდებით,რამდენად აფასებს ალკოჰოლისა და ნარკოტიკის მომხმარებელი ადამიანი საკუთარ თავს. გააჩნია თუ არა მას  საკუთარი ღირსება და ხელი შევუწყოთ ამ ღირსების განცდის განვითარებაში.
პროექტის მოსალოდნელი შედეგი: ანტინარკოტიკული შინაარსის სტატია სასკოლო კედლის გაზეთისათვის,სასკოლო კონფერენციის მოწყობა,რისთვისაც მოვიწვევთ მშობლებს,ცნობილ ადამიანებს,ექიმ-ნარკოლოგებს.
მოსწავლეთა ასაკი: 14 წელი,მე-9 კლასი.
პროექტის ხანგრძლივობა: 14 დღე.
პროექტის ხელმძღვანელი: ნესტან ნაჭყებია, აბაშა-წყემის საჯარო სკოლა.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: nestannachyebia@gmail.com
ხელმძღვანელის ბლოგი: http://nestannachyebia.blogspot.com/


0 Comments:

Post a Comment

Subscribe to Post Comments [Atom]

<< Home